საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებული დირექტორები აქციას გამართავენ დღეს თბილისის საკრებულოსთან. ისინი საკრებულოში სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვენ, რომელიც შეისწავლის ბაღებში არსებულ ვითარებას, მათ შორის კვების საკითხებს.
ასევე მოითხოვენ შეისწავლონ საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობა, როგორ აწარმოებს მონიტორინგს და რის საფუძველზე გაათავისუფლეს ისინი.
ყოფილი დირექტორები ბაღების არაპროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებაზეც საუბრობენ.
"სამუშაო ჯგუფმა უნდა შეამოწმოს ის, რომ საქმდებიან არაპროფესიონალები, ასევე როგორ მიმდინარეობს ტენდერები, რატომ არ შედის ბაგა ბაღებში ხარისხიანი საკვები და რა თქმა უნდა, ასევე უნდა შემოწმდეს ის, რომ ბაგა ბაღების სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ზეწოლას ახდენს, როგორც ბავშვებზე, ასევე თანამშრომლებზე,“ - აცხადებს სკოლამდელები ჩვენი მომავალის დამფუძნებელი, ხატია ლაშხია.