01 ოქტომბერი 2024,   23:33
ვრცლად
მცხეთაში ახალი სასტუმრო გაიხსნა

ახალი სასტუმრო გაიხსნა მცხეთაში. 22 ნომრიანი სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ოფიციალურ გახსნაზე გუშინ ეკონომიკის მინისტრი იმყოფებოდა. სასტუმროში 37 ადამიანი დასაქმდება და ის დასვენების გარდა, სტუმრებს სხვადასხვა გამაჯანსაღებელ პროცედურებს შესთავაზებს.

"მილიონ ნახევარი ევროს ინვესტიციაა განხორციელებული. თვითონ სასტუმრო ძალიან კარგად არის აღჭურვილი. მინდა მივულოცო მცხეთელებს, მივულოცო ყველა ჩვენს სტუმარს კიდევ ერთი პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი სასტუმროს გახსნა“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.    

დღის ამბები