24 ადამიანი მოიწამლა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სატეხიაში. მურად ვარაშანიძის ოჯახში მოწამლულებს შორის 11 ბავშვია, მათ შორის ერთი წლინახევრისაა. ამ დროისთვის ისინი ბათუმის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია უცნობია, სპეციალისტები საკვებით მოწამვლას გამორიცხავენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.