შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვილებისთვის საოჯახო ტიპის სახლები აშენდება. პირველი პილოტური სერვისი 2016 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება და მასში ის 6 ბავშვი დაბინავდება, რომელიც ამ დროისთვის თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ცხოვრობს.
მეორე ასეთ საცხოვრებელს სამშენებლო კომპანია საკუთარი ხარჯებით ააშენებს, სადაც კიდევ რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვილი იცხოვრებს.
მცირე საოჯახო ტიპის სახლები აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო სერვისით, რომელიც მათი ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციისთვისაა საჭირო.