19 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
უჩა ნანუაშვილი ნარკომომხმარებლებისთვის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს

ნარკომომხმარებლების თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას  სახალხო დამცველიც ელოდება. ომბუდსმენმა სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა. უჩა ნანუაშვილი ქვეყანაში არაეთიკური ნარკოპოლიტიკის შეცვლას და ნარკომომხმარებლებისთვის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს.

იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო ომბუდსმენის სარჩელს განიხილავს და დააკმაყოფილებს, ადმინისტრაციულად განმეორებით მოხმარების შემთხვევაში პირს 1000 ლარით ვეღარ დააჯარიმებენ და ვერც მისი სისხლის სამართლებრივი დასჯა მოხდება.

მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო ნანუაშვილის სარჩელს, ნარკოტიკის მომხმარებლებისთვის სასჯელის ზომის შემსუბუქების თაობაზე, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ  სისხლს სამართლის კოდექსში რამდენიმე მუხლის გაუქმებას მესამე სექტორის ნაწილი უკვე რამდენიმე თვეა ელოდება.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი.

დღის ამბები