19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა მეტადონის პროგრამის ტენდერის გაუქმება გააპროტესტეს

საპროტესტო აქცია სამედიცინო ცენტრი ურანტის თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროს წინ გამართეს. აქციის მონაწილეებმა, მენტალური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მხრიდან, ივნისის თვეში მეტადონის პროგრამის ტენდერის გაუქმება გააპროტესტეს. ურანტის თანამშრომლების აზრით, მთავრობა ამ სფეროს მონოპოლიზაციას ცდილობს.

აქციის დასრულების შემდეგ, მხარეები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართეს. კლინიკა ურანტის დირექტორის, ერთ-ერთი მოთხოვნა ტენდერის არჩევნებამდე გაგრძელება და ამ დროის განმავლობაში ექსპერტების სამუშაო ჯგუფის შექმნაა, რომელიც მეტადონის პროგრამის დიზაინს დახვეწავს.

გამომდინარე იქედან, რომ ამ შეხვედრაზე გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა, იგეგმება მოლაპარაკებების გაგრძელება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ სამედიცინო ცენტრ ურანტს ხელშეკრულება 30 ივნისს უმთავრდება.

ავტორი: შოთა დიმიტრიშვილი.

დღის ამბები