19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ძლიერი წვიმა თბილისში - დოლიძის ქუჩაზე შეფერხებული იყო ავტომობილების გადაადგილება

თბილისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა - დოლიძის ქუჩაზე წყალი დაგროვდა და ავტომობილების გადაადგილება შეაფერხა. დაზიანდა ასფალტის საფარიც.

ადგილობრივებმა, მობილური ტელეფონებით გადაღებული ვიდეო მასალა, სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

წვიმის შედეგად დაგროვილი წყალი სანიაღვრე სისტემამ მალევე გაატარა და მას სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია. უხვი ნალექი იყო წყნეთსა და ბეთანიაშიც.

 

დღის ამბები