ნეპოტიზმის ფაქტები თვითმმართველობის ორგანოებში, განსაკუთრებით კადრების შერჩევისას, ასევე სახელმწიფო შესყიდვები, მუნიციპალიტეტების ფინანსური დამოუკიდებლობა და ინფორმაციის საჯაროობა - ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას არასამთავრობოები.
თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ შემუშავებულ ანგარიშს ისინი დღეს წარადგენენ. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, პროფესიონალი კადრების შესარჩევად, აუცილებელია გამჭვირვალე კონკურსების ჩატარება.
არასამთავრობოები თვთიმმართველობის რეფორმის პრობლემებზეც საუბრობენ.
„მოსახლეობას უნდა ქონდეს ხელმისაწვდომობა თვითმმართველობასთან დაკავშირებით. უნდა მოინახოს ეფექტური ბერკეტები იმისთვის, რომ მოქალქეებს შეეძლოთ, თუნდაც თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობა, მათ შორის ბიუჯეტების დამტკიცების დროს,“ - განაცხადა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა.