საპროტესტო აქციას მართავენ თავისუფალი დემოკრატები თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან. პარტია კაბელების საქმეზე საქალაქო სასამართლოს განაჩენს აპროტესტებს და მეორე ინსტანციას ობიექტურობისკენ მოუწოდებს.
განაჩენი ადვოკატებმა სააპელაციო წესით უკვე გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ თანამშრომელს დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის გაფლანგვისთვის 7 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.