19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
აჭარაში გუშინ მოწამლული 11 ბავშვი "იაშვილის" სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს

აჭარაში გუშინ მოწამლული 11 ბავშვი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. დედაქალაქში აგრძელებს მკურნალობას კიდევ სამი ზრდასრული.

მედიკოსების განმარტებით, პაციენტები რეანომობილებით გამთენიისას ჩამოიყვანეს და ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ნივთიერება, რომელმაც ტოქსიკური ეფექტი გამოიწვია, ამ დრომდე უცნობი რჩება.

„ასეთ სწრაფ ინტოქსიკაციას იძლევა აეროზოლური ინტოქსიკაციები,“- განმარტა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ექსპერტ-ტოქსიკოლოგმა ოთარ რუსაძემ.

დღის ამბები