19 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი დღეს სახალხო დამცველს შეხვდება

ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი დღეს სახალხო დამცველს შეხვდება. სოსო ბარათაშვილი უჩა ნანუაშვილთან კიდევ ერთხელ განიხილავს მიმდინარე პროცესებს და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

ადვოკატის შეფასებით, საქალაქო სასამართლომ უსამართლო განაჩენი გამოიტანა და ომბუდსმენის აპარატმა, რომელიც მონიტორინგს უწევს ამ საქმეს, შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.  

ამ საკითხზე შეფასება გააკეთა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმაც. 

"დიდი იმედი მაქვს, რომ თავად სახალხო დამცველს აქვს ინფორმაცია როგორ მიმდინარეობდა პროცესი, რა უსინდისობასა და ბოროტმოქმედებასთან გვაქვს საქმე სასამართლოს მხრიდან და ამ შემთხვევაში, ბუგიანიშვილის და პროკურატურის მხრიდან. მისი პოზიციონირება და მისი ღია და საჯარო შეფასება ბუნებრივია, იქნება ნაწილი იმ ზეწოლის, რაც აუცილებელია ამ ხელისუფლებაზე, რომ სასამართლოს თავი დაანებოს,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

დღის ამბები