ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური პროდუქციის მარკის გარეშე წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, ორი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ქობულეთში კუსტარულად მოწყობილ საამქროში დაამზადეს დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი და აქციზური მარკის გარეშე 5 ათას ლარად განახორციელეს მისი რეალიზაცია, სავაჭრო და კვების ობიექტებში. დანაშაული ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.