19 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი "რუსთავი 2"-ის და "TV საქართველოს" სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დილიდან დაიწყო რუსთავი 2-ის და TV საქართველოს ახალი სარჩელების განხილვა. ამ სარჩელებით რუსთავი 2-ს და TV საქართველოს გასაჩივრებული აქვს სამოქალაქო კოდექსის ერთდროულად რამდენიმე მუხლი.

“აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელები გულისხმობენ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების, იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც კეთილსინდისიერ შემძენს ავალდებულებს, დაუბრუნოს ნივთი თავდაპირველ მესაკუთრეს“ - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსი მრჩეველის გიორგი დავითურის თქმით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საკითხები ბუნდოვანია.

“მოსარჩელე მხარე მიიჩნევს რომ საკითხები არის ბუნდოვანი. კერძოდ, კანონი არ ადგენს რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს ხანდაზმულობის ვადა. ბუნდოვანია რას გულისხმობს აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედება“ - განაცხადა გიორგი დავითურმა.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

დღის ამბები