საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-ის სარჩელის განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს. საქმე ეხება ამორალური გარიგების შესახებ და უსაფუძვლოდ გამდიდრების მუხლების გაუქმებას.
მოსამართლეთა პლენუმი მხარეების დასკვნით სიტყვებს ისმენს. მხარეები ცდილობენ, რომ საკუთარ გამოსვლებში გააბათილონ ერთმანეთის არგუმენტაცია.
პროცესის მსვლელობაში სასამართლომ უარი თქვა პარლამენტის მიერ ექსპერტის მოწვევაზე. რუსთავი 2-ის წარმომადგენლის თქმით, ის საქმეში შესაძლოა დაინტერესებული მხარე ყოფილიყო, რადგან რუსთავი 2-თან დაკავშირებით მას არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.