19 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
"მფლობელებისა და მენეჯმენტის შეცვლა წინასაარჩევნო გარემოს დააზარალებს"- იან კელი "რუსთავი 2"-ზე საუბრობს

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშრებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. იან კელის აზრით, ტელევიზიის მფლობელების და მენეჯმენტის შეცვლა წინასაარჩევნო გარემოს დააზარალებს.

„მნიშვნელოვანია ყველა პარტიას მედიასთან წვდომა ჰქონდეს. რუსთავი 2 მნიშვნელოვანი მედიასაშუალებაა ოპოზიციისთვის, არ გვინდა რაიმე სახის ზიანი მიადგეს წინასაარჩევნო გარემოს, წამყვანი ოპოზიციური ტელეარხის მფლობელებისა და მენეჯმენტის შეცვლა წინასაარჩევნო გარემოს დააზარალებს,“- განაცხადა იან კელიმ. 

დღის ამბები