13 ივნისის წყალდიდობით დაზარალებული გუბელაძეები უკვე ერთი წელია ვაგონში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, თუმცა დღეს მათ ვაგონიც დაატოვებინეს. მრავალსულიანი ოჯახი, რომელიც სტიქიამდე მიწის ნაკვეთებს და კოტეჯებს ფლობდა, დაკარგული ქონების ანაზღაურებას დღემდე ელოდება, თუმცა როგორც მერიაში აცხადებენ გუბელაძეებს კომპენსაცია არ ეკუთვნით და დახმარებას ვერ მიიღებენ.
მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ გუბელაძეები სტიქიით დაზარალებულთა სიაში ირიცხებიან, თუმცა კომპენსაციის გაცემის საკითხი ამ ეტაპზე შეჩერებულია ამ მიწაზე მიმდინარე დავის გამო. ზედამხედველობის სამსახურში ასევე განმარტავენ, რომ ოჯახს ერთი კომპენსაცია უკვე მიღებული აქვს, თუმცა ეს არა სტიქიის არამედ 2009 წელს ახალი გზის გაყვანის გამო გადაეცათ.
გუბელაძეები დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებენ. მანამდე კი თავს ნათესავებთან შეაფარებენ.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.