ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი NDI ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული. NDI ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს - ესენია - შესაძლო ძალადობა, კანონის მიკერძოებული აღსრულება და კულისებს მიღმა პროცესებზე გავლენა.
NDI-ის მისიის ანგარიშში წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას მედიაში მიმდინარე პროცესებიც მოხვდა. რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მისია ხაზს პოლიტიკურ ჩარევას უსვამს.
სადამკვირვებლო მისია ანგარიშში რუსული გავლენების გაძლიერების ფაქტებზეც საუბრობს. NDI-ის ექსპერტები ხაზს პოლიტიკური სუბიექტების ფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობასაც უსვამენ.
კორცხელის ინციდენტის შესწავლის შედეგად სადამკვირვებლო მისია ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციითაც მიმართავს, მათ შორისაა სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა და ბრალდებულების დროული გასამართლება.
ავტორები: ანა წერეთელი, თათია ხორბალაძე, თამაზ თხილიშვილი, ფატი მდორეული.