"დეკრიმინალიზაცია გარდაუვალია"-ამ ლოზუნგით გამართულ აქციაზე თბილისში ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრები მეტროს სადგურ რუსთაველთან შეიკრიბნენ და მსველელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან ერთად ხელისუფლებას, 6 პუნქტიანი მოთხოვნის შერსულებისკენ მოუწოდებენ. თბილისის პარალელურად აქცია გაიმართა ქუთაისშიც.