19 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" სარჩელების განხილვა ამ დრომდე გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში დილიდან რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვა გრძელდება. საქმე ეხება უსაფუძვლოდ გამდიდრებისა და ამორალური გარიგების შესახებ მუხლების გაუქმებას. ერთ სარჩელზე სასამართლომ მხარეების დასკვნითი სიტყვები უკვე მოისმინა. ცოტა ხნის წინ სხდომა კვლავ განახლდა და განხილვა სავარაუდოდ დღესვე დასრულდება, რის შემდეგაც პლენუმი გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასკვნით პოზიციას აცნობს როგორც რუსთავი 2-ის, ასევე პარლამენტის წარმომადგენელი. პარლამენტის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ სარჩელი რომლის განხილვაც მიმდინარეობდა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს რადგან მათი პოზიციაა, რომ კეთილსინდისიერი შემძენი არ შეიძლება იყოს უკანონო მფლობელი. შესაბამისად მათ მიაჩნიათ, რომ ნორმები რომელიც მხარეს აქვს გასაჩივრებული არ არის ბუნდოვანი და არ შეიძლება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდიოდეს.

რაც შეეხება რუსთავი 2-ის წარმომადგენელს მათ მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს ნორმები აძლევს მოსამართლეს თავისუფლად მოქმედების საშუალებას, რამაც შეიძლება ზოგადად მხარეს მიაყენოს სერიოზული ზიანი.     

ავტორი: ნათია ტრაპაიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები