ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. სამარშრუტო ტაქსს ცემენტმზიდი შეეჯახა. სხეულის მრავლობითი დაზიანება ექვსმა მგზავრმა მიიღო, მათგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
შემთხვევა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო, სასწრაფო და საგანგებოს სიტუაციების სამსახურები მუშაობდნენ.
ავარიასთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მულით დაიწო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.