აქცია წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში - ადგილობრივი მოსახლეობა სოფელში სასმელი წყლის შეყვანას და გარე განათების დამონტაჟებას ითხოვს.
აქციის მონაწილეების თქმით, პროგრამა დაიწყო, რომელიც გვერდით სოფელში განხორციელდა, თუმცა ქვიტირში ის არ გაგრძელებულა.
ამავე აქციაზე ერთ-ერთმა პირმა განაცხადა, რომ ის ქართული ოცნების აქტიური წევრი იყო, თუმცა პარტიამ მას იმედები გაუცრუა. მანვე განაცხადა, რომ ტოვებს ქართულ ოცნებას და პატრიოტთა ალიანსში გადადის.
აქციის მონაწილემ პროტესტის ნიშნად ტანზე ქართული ოცნების მაისურიც შემოიხია.