დაბა ჩაქვის მოსახლეობა პრემიერ-მინისტრს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ქობულეთის გამგებელს წერილს უგზავნის. ისინი ხელისუფლებას სასტუმრო ოაზისისთვის სანაპიროსა და ბულვარის ზოლის გადაცემის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას სთხოვენ. ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება ტურისტულ სეზონზე.
სასტუმრო ოაზისმა აჭარის მთავრობას სანაპიროს და მიმდებარე ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის თხოვნით მიმართა. მთავრობამ საკითხი განსახილველად ქობულეთის საკრებულოს გადაუგზავნა, საკრებულომ კი მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა, ხოლო გამგეობას საკითხის შესწავლა დაავალა.
როგორც ქობულეთის გამგეობაში განაცხადეს, ოაზისისთვის ტერიტორიის გადაცემის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, თავად კომპანია კი უკანონო მშენებლობისთვის 200 ლარით დაჯარიმდა.