01 ოქტომბერი 2024,   23:31
ვრცლად
ხოსე კარერასი სასცენო მოღვაწეობას ამთავრებს - აღიარებული ტენორი ერთ-ერთ ბოლო კონცერტს ქუთაისში გამართავს

ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. მუსიკოსი რეპეტიციას ქალაქის ცენტრში მოწყობილ სცენაზე გადის. კარერასი კონცერტს ვახტანგ კახიძის თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გამართავს.

მსოფლიოში აღიარებული ტენორი სასცენო მოღვაწეობას ამთავრებს და საქართველოში ერთ-ერთ ბოლო კონცერტს გამართავს.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ იდეალურად ავირჩიეთ ლოკაცია ამ კონცერტისთვის - ქუთაისი, რომელიც ცნობილი კლასიკური მუსიკის თავისი კულტურული ტრადიციებით,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დღის ამბები