13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ ბუნებრივი გარემო დიდად არ შეცვლილა, - ამის შესახებ კურიერთან დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი, საუბრობს და ამბობს, რომ იმ ადგილას, სადაც შარშან მეწყერი განვითარდა და სტიქიამ მძიმე შედეგები მოიტანა, მეწყრის 25% ისევ შერჩენილია.
წყნეთი-ახალდაბის გზის ქვედა ნაწილში კი ისევ ღვარცოფის წარმომქმნელი უბნებია, სადაც უხვი ნალექის შემთხვევაში ისევ შეიძლება წარმოიქმნას ღვარცოფი და შეუერთდეს მდინარეს.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ადგილზე რამდენიმე კომპონენტის მონიტორინგის სისტემა დააყენა, რაც, ლაშა სუხიშვილის განცხადებით, მეტი დაცულობის საფუძველს იძლევა, თუმცა კვლევები მუდმივად უნდა ტარდებოდეს.
წლევანდელი მაისი 2-ჯერ უფრო ნალექიანი იყო ვიდრე წინა წელს, მაგრამ ძლიერი მეწყერი არ გამოუწვევია, რადგან, ლაშა სუხიშვილის განცხადებით, ნალექი დროში იყო გადანაწილებული, რამაც თბილისი მსგავსი კატასტროფისგან დაიცვა.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი