19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
ბოტანიკური ბაღის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ჰესისი მშენებლობას აპროტესტებს

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა 6 მეტრიანი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მათ ოპოზიციისგან მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰესს ოფიციალურად ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არ აშენებს, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მას მშენებლობასთან კავშირი მაინც აქვს რადგან ერთადერთი რაც ჰესთან ახლოს მდებარეობს ეს ივანიშვილის რეზიდენციაა.

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჰესი ბაღიდან 500 მეტრში შენდება. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ რადგან ჰესი მცირე მოცულობისაა მათ შესაძლო რისკებზე არ უმსჯელიათ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსახლეობა და ოპოზიცია.  

ვისი დავალებით ხორციელდება ჰესის მშენებლობა და რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს ჰესმა, ამაზე უფრო ვრცლად სპეციალურად P.S.-სთვის აკაკი გოგიჩაიშვილის სიუჟეტში.

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი.  

დღის ამბები