19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
ძალადობა პატიმარზე თუ კლინიკური შემთხვევა? -რა მოხდა ციხეში

36 წლის მსჯავდებულ  კახაბერ გელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიმდინარე წლის 6 აპრილს სასჯელაღსრულების მეთოთხმეტე დაწესებულებაში დამძიმდა, სადაც ის სასჯელს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა.

ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი, რომელსაც გათავისუფლებამდე მხოლოდ ოთხი თვე ჰქონდა დარჩენილი, ციხეში სცემეს.

არაოფიციალური ინფორმაციით ციხის ვალუტა  სიგარეტია და ოჯახი არ გამორიცხავს, რომ კახაბერ გელაშვილს პრობლემები პრივილეგირებულ პატიმრებთან ამ საკითხის გამო შეექმნა.

პატიმრის სხეულზე რაიმე ფიზიკური ზემოქმედების კვალს არ ადასტურებს ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ადმინისტრაცია, სადაც კახაბერ გელაშვილი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში  თავის ტვინზე  ჩატარებული ურთულესი  ოპერაციიდან მესამე დღეს გადაიყვანეს.

როდემდე დარჩება კახაბერ გელაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმებს პროგნოზირება უჭირთ. ოჯახი პროკურატურას მომხდარით დაინტერესებას, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტის თბილისიდან ქუთაისში გადაყვანაში დახმარებას სთხოვს.

ავტორი: გიორგი გვიშიანი.

დღის ამბები