19 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
მოძველებული ავტობუსები დედაქალაქში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუსაბამობა ევროსტანდარტებთან

იმ სამარშრუტო სქემით, რომელიც დღეს თბილისს გააჩნია, ყოველდღიურად 520 ავტობუსი გადაადგილდება. ე.წ. ყვითელი ავტობუსები, 2005-2006 წლიდან ემსახურება ქალაქს და მათი ხანდაზმულობა მინიმუმ 11 წელს აღემატება.

გაჩერებებზე არც ინფორმაციული რუკა და არც სხვა ენაზე მითითითებული რაიმე მინიშნება. ბილეთის შეძენაც მხოლოდ სპეციალური ბარათით ან ხურდა ფულითაა შესაძლებელი, თუ არც ერთი გაქვთ და არც მეორე, ავტობუსის მგზავრობის საფასურს ვერ გადაიხდით.

ქალაქის მერია ახალ ავტობუსებს გვპირდება. 520 ხანდაზმული ავტობუსიდან 150-ს მალე ახლით ჩაანაცვლებენ.

ევროპაში, ოჯახში, სადაც დაბრუნება გვსურს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი, მოქნილი და გამართულია. გაჩერებები ადაპტირებული, საჭირო ინფორმაცია ყველასთვის გასაგები, განრიგი მოწესრიგებული, ავტობუსები კი უკვე ჰიბრიდული. 

ავტორები: ანანო ბაკურაძე, ლევან აბულაძე.

დღის ამბები