თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ნიკა გვარამია განმარტებას ითხოვს. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა დღეს სპეციალური განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა.
"ვინ არის ეს მოძალადე სახელით და გვარით, რა პოზიცია უჭირავს თანამდებობრივას, რის გამო იყო აეროპორტში და რა ხდება საერთოდ? რატომ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩარეული ამ საკითხში იმგვარად, რომ მოძალადეს ინტერესები დაიცვას და მას შეუმსუბუქოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.