მარჯანიშვილის თეატრში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. შენობის ფოიეში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის და მუქაჯირბის ამსახველი ფოტომასალა იყო წარმოდგენილი. ასევე გამოიფინა სხვადასხვა მხატვრის ნამუშევარი.
საღამოზე სტუმრის წინაშე აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ფოლკლორული და საბავშვო ანსამბლები წარსდგნენ. ღონისძიებას ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.