შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
16-18 ივნისს, გამოვლინდა სისხლის სამართლის 182 დანაშაული. საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 26, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - 53 პირი დააკავეს.