უმაღლესი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობდნენ დღეს განათლების მინისტრთან სტუდენტები. აუდიტორია 115-ის წევრები ალექსანდრე ჯეჯელავას შეხვდნენ და საკუთარი პოზიცია გააცნეს სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურასთან დაკავშირებით.
სტუდენტების ნაწილს მიაჩნია, რომ უნივერსიტეტის სისტემაში თვითმმართველობა საერთოდ უნდა გაუქმდეს.
განათლების მინისტრი შეხვედრებს გეგმავს სხვა უნივერსიტეტისა და თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, რადგან დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ყველა მხარესთან შეთანხმებული უნდა იყოს.