"ჩვენ გამოვთქვამთ წუხილს რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით," - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ განაცხადა, რომელიც საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს.
ბრიჯიტ ბრინკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ძალადობისგან თავისუფალი და ეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხია.
„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ კვლავ შეშფოთებულები ვართ რუსთავი2-ის საქმის გამო. საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია დამოკიდებულია აზრის გამოხატვის მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე მედიაში. ასევე ხაზს ვუსვამთ დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობას,“ - განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ბრიჯიდ ბრინკმა.