19 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
აქცია ვარკეთილში - ადგლობრივები 9 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

9 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებლები. მათი თქმით, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ბავშვებს შეუძლიათ თამაში.

მოსახლეობის მტკიცებით, პროექტი ამ მონაკვეთზე ხეების მოჭრასაც ითვალისწინებს. ისინი მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ და არ გამორიცხავენ, სარჩელით სასამართლოსაც მიმართონ. 

„დავით ნარმანიას დაპირება, რომ თითქოსდა გაამკაცრა სამშენებლო ნებართვები, აღმოჩნდა დიდი ტყუილი და მან 2016 წლის 1 ივნისს სკვერში, გამწვანების ზონაში გასცა 9 სართულიანი კორპუსის მშენებლობის უფლება,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის წევრმა ირაკლი ნადირაძემ. 

სამშენებლო კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ სამშენებლო ნებართვა აქვთ.

 

დღის ამბები