500-ამდე ექიმი ნახევარ წელიწადზე მეტია უხელფასოდ მუშობს. მედიკოსების ადვოკატის განცხადებით, მათი კუთვნილი თანხები სამედიცინო დაწესებულებებში მენეჯმენტის საკითხებზე პასუხისმგებელ კომპანია ადითის ხელმძღვანელმა თაღლითური სქემით მიითვისა და ისრაელში მისსავე სახელზე დარეგისტრირებულ კომპანიას გადაურიცხა.
ექიმები საქმის დროულ გამოძიებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.