ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განცხადებას გააკეთებს. ბრიფინგი 18 საათზეა ჩანიშნული. როგორც გვარამია აღნიშნავს, განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე გაკეთდება.
სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს სთხოვს, ინფორმაციის მისაღებად მივიდნენ ტელეკომპანიის ოფისში.