19 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
შეხვედრა ნიკა გვარამიასთან - პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები "რუსთავი 2- ში" იკრიბებიან

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ოფისში, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა არხის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრის თემა რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები იყო. გვარამიამ სტუმრებს რუსთავი 2-ის საქმეზე არსებული ვითარება გააცნო და სააპელაციო სასამართლოს მიერ ჩადენილ კიდევ ერთ კანონდარღვევაზე, გადაწყვეტილების გამოგზავნაზე ესაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით და მოსამართლეთა კოლეგიის მიერ ტელევიზიის მესაკუთრეებთან დაკავშირებით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება ფოსტით გამოუგზავნა. კანონის თანახმად კი თავად მხარეა ვალდებული მივიდეს სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში და ჩაიბაროს სასამართლოსგან განჩინება. 

"მიუხედავად იმისა, რომ კანონი ადგენს, სასამართო გადაწყვეტილების ჩაბარება მხარის ვალდებულებაა და გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა ის თავად უნდა მივიდეს და ჩაიბაროს გადაწყვეტილება და ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ 30-ე დღეს მივიდოდით, ამის მიუხედავად დღეს სასამართლომ თვითონ გამოგვიგზავნა გადაწყვეტილება, რომელიც შედგება 71 გვერდისგან,  რომელიც როგორც აღმოჩნდა დაწერა 1 დღეში. ქალბატონო გუჯაბიძე მოგიწევთ მანტიის გახდა, რადგან სრულიად შეუძლებელია 12 დღეში 71 გვერდი დაგეწერათ თქვენი კვალიფიკაციის პატრონებს. ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ ჩაგვიბარებია, იმიტომ რომ სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნის ინსტიტუტს არ იცნობს, მხოლოდ 2 გამონაკლისია-სოციალურად დაუცველი და პატიმარი. რეალური შედეგი ამისა ის არის, რომ ჩვენ სასამართლოს მცდელობით 18 დღე მოგვპარეს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოპარული ვადაც, რომ მან ვერ მოასწროს გადაწყვეტილების დადგენა 54-ე მუხლზე, რომელიც ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს და რომელიც არის ერთადერთი რასაც ეყრდნობა სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში,“-აცხადებს ნიკა გვარამია.

 

დღის ამბები