19 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
„არჩევნებამდე არანირი გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით არ უნდა იყოს მიღებული"- ზურაბ აბაშიძე

„არჩევნებამდე არანირი გადაწყვეტილება რუსთავი 2-თან დაკავშირებით არ უნდა იყოს მიღებული,“- ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ზურაბ აბაშიძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

დეპუტატის თქმით, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვები, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესი მიკერძოებული იყო.

ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის წევრების თქმით, ვადებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებია და ამიტომ სააპელაციო სასამართლომ და იუსტიციის საბჭომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს.

მმართველ გუნდში კი იმედოვნებენ, რომ პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებს არ გაცდება.

„იმედს ვიტოვებთ, რომ პროცესი სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ გავა, პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა დარჩეს, არანაირი სხვა ფაქტორი არ უნდა განსაზღვრავდეს სასამართლო პროცესს,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები