ნაციონალურ მოძრაობაში რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოგზავნასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა. უმცირესობაში აცხადებენ, რომ სასამართლოს მცდელობა, რუსთავი 2-ს გადაწყვეტილება ჩაბარებოდა, არის ღია მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რაც შეიძლება დროულად ჩაიგდოს ხელში რუსთავი 2.
„ასეთი ნერვული საქციელი ივანიშვილის მხრიდან აჩვენებს, რომ იგი არის პანიკაში, მას ეშინია არჩევნების, ამიტომ ჩქარობს, იქნებ რაღაცნაირად მოახერხოს, ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2, რაც არ გამოუვა,“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.