19 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
კიდევ ერთი კანონდარღვევა "რუსთავი 2-ის" საქმეზე-სასამართლომ ტელეკომპანიას გადაწყვეტილება ფოსტით გაუგზავნა

კანონით დადგენილი ნორმების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება რუსთავი 2-სა და TV საქართველოს ადვოკატებს დღეს თავად გაუგზავნა.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გადმოგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს უკავშირდება.

ნიკა გვარამიამ დღეს საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა, რათა დაიცვან ტელეკომპანიისა და თითოეული ჟურნალისტის კონსტიტუციური უფლებები.

სამოქალაქო კოდექსის 259-ე პრიმა მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვტილება მხარეებს თავად უნდა ჩაებარებინათ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 20 დღესა და არა უმეტეს 30 დღეში. თუმცა, სასამართლოს ამისთვის მხოლოდ 12 დღე დასჭირდა.

ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი რუსთავი 2-ში გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გამოგზავნას დღეს დილით პროკურატურის მიერ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობის ვერსიის დასახელებას უკავშირებს.

ავტორები: ნათია გოგსაძე, ნატა მახვილაძე. 

 

დღის ამბები