19 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
„ბიძინა ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრამდე "რუსთავი 2" გამოირთოს"- სალომე სამადაშვილი

სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ტელევიზიის ადვოკატებისთვის გადმოგზავნას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. დღეს რუსთავი 2-ში ამ საკითხზე ნიკა გვარამიას პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეხვდნენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე რუსთავი 2 ხელში ჩაიგდოს.

„ბიძინა ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრამდე რუსთავი 2 გამოირთოს,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის წევრი, ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს არჩევნები თავისუფალი მედიის გარეშე ჩაატაროს.

თავისუფალი დემოკრატების წევრის, ნინო გოგუაძის თქმით, ხელისუფლება რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად ემზადება.

ავტორი: ნათია გოგსაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები