რუსთავი 2-ში დღეს გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მედიამენეჯერები იმყოფებოდნენ. ისინი სამაუწყებლო კომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.
„ცირკი, რომელიც სასამართლოში გაიმართა, სასამართლო არ არის. ჩვენ გვაქვს გეგმა, უარესი და უკეთესი სცენარისთვისაც მზად ვართ, საქმე არის საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს იმის შესაძლებლობას, რომ ძალიან მაღალი ფასის გარეშე, კონკრეტულად ჩვენზე ძალადობის გარეშე შემოაღწიოს ამ შენობაში,“- განაცხადა ტელეკომპანია ტაბულას დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.
სამოქალაქო სექტორის წევრების თქმით, ისინი ყველა ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდიან.
„ოცნებას ამ ტელევიზიის არჩევნებამდე წაღება უნდა,“- განაცხადა ჟურნალისტმა, ნინია კაკაბაძემ.
ავტორი: ნათია გოგსაძე.