19 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
„ეს არ არის ფოსტა, ეს არის სასამართლო"- გიგი წერეთელი "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს

ნაციონალურ მოძრაობაში სააპელაციო სასამართლოს მოქმედებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილება ვადამდე 18 დღით ადრე დღეს რუსთავი 2-ში გამოაგზავნეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სასამართლო ხელისუფლების სურვილებს არ უნდა ემორჩილებოდეს.

„ეს არ არის ფოსტა, ეს არის სასამართლო, რომელიც სამართლიან გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს და ხელისუფლების ნება-სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.  

უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად ყველაფერს აკეთებს.

„ხელისუფლება ივანიშვილის მეთაურობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსთავი 2 ხელში ჩაიგდოს, სასამართლოს უცნაური და კანონთან შეუსაბამო მოქმედება კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ჩქარობენ რამენაირად საკონსტიტუციო სასამართლოს დაასწრონ,“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები