სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატების შეფასებით, პროცესები სამართლებრივი სივრციდან არის გასული, რადგან სააპელაციო სასამართლოს არ ქონდა უფლება მხარისთვის თავად გამოეგზავნა გადაწყვეტილება.
მათი თქმით, ისინი ისარგებლებენ კანონით მინიჭებული 30 დღიანი ვადით და მხოლოდ ამ პერიოდში აიღებენ დოკუმენტაციას.
"საჭიროა დაიწყოს იმ გარემოების გამორკვევა თუ რატომ ჩქარობენ კონკრეტული მოსამართლეები, რატომ არღვევენ ისინი კანონის მოთხოვნებს და რატომ არიან დაინტერესებული, რაც შეიძლება მალე ჩაიბაროს რუსთავი 2-მა გადაწყვეტილება და არ შეეძლოს მას კანონით გათვალისწინებული ვადები, გასაჩივრებასთან დაკავშირებით," - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
რუსთავი 2-ის ადვოკატები ფიქრობენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოგზავნის ფაქტზე მოკვლევა უნდა დაიწყოს.
"თუ გამოიკვეთება, რომ ისინი არ ხელმძღვანელობდნენ კანონის ინტერესებიდან გამომდინარე, მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ მათ მიერ ჩადენილია სამოხელეო დანაშაულები და შესაბამისად, მათ უნდა დაეკისროთ სისხლის სამართლებრივი პასუხისგება,“ - აღნიშნავს დიმიტრი საძაგლიშვილი