19 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
"ივანიშვილის დაკვეთა მარტივია, "რუსთავი 2"-ის ჩახშობა უნდა მოხდეს არჩევნებამდე“ - ოთო კახიძე

საპროცესო ვადები არ არის დარღვეული - ასე აფასებს უმრავლესობის ნაწილი რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის დასაბუთებული განჩინების გამოგზავნას. მათივე აზრით, კანონი არც გადაწყვეტილების მიღების ვადებით ირღვევა.

“ფაქტია, რომ ვისაც ეჭვი შეაქვს, არაფერს საქმიანს არ საუბრობს. რატომ შეაქვს ეჭვი, რატომ არის ყარამანიშვილების და არა ხალვაშის? ამ საკითხზე რატომ არ საუბრობენ?“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეროვნული ფორუმის წევრის ანი მიროტაძის თქმით, სასამართლოს მიერ, ყველა საკითხზე არგუმენტირებული პასუხი უნდა იყოს გაცემული.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია სასამართლოს გადაწყვეტილებამ არ გააჩინოს კითხვის ნიშნები, რადგან ამან შესაძლოა დააზარალოს დემოკრატიული პროცესები განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.

ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად, რადგან ეშინია არჩევნების შედეგის. ისინი კანონდარღვევაზეც საუბრობენ.

„სასამართლოს არსად არ უწერია კანონში, რომ მას შეუძლია გაგზავნოს ეს გადაწყვეტილება მე-12 დღეს, ეს არის კანონის პირდაპირი დარღვევა. ისინი ვალდებულები არიან ამ საკითხზე გამოიკვლიონ, რაშია საქმე. მიზანი არის მარტივი, ივანიშვილის დაკვეთა არის მარტივი, რუსთავი 2-ის ჩახშობა უნდა მოხდეს არჩევნებამდე,“ - განაცხადა ოთო კახიძემ.

ამავე თემასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემაც. მისი თქმი, ხელისუფლება, რომელიც ელემენტარულ ყოფით გადწყვეტილებებზე თვეობით ვერ იღებს გადაწყვეტილებას, რუსთავი 2-ის საქმეში გადაწყვეტილებებს რეკორდულად სწრაფად იღებს,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

დღის ამბები