ცენტრალურ აფრიკაში ქართული კონტიგენტის გაზრდის თაობაზე პრეზიდენტმა პარლამენტისგან თანხმობა მიიღო. ინიციატივა დეპუტატებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა წარუდგინა.
მისი განმარტებით, კონტინგენტის ერთი ოცეულით გაზრდის გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზე მიიღეს.
"აქამდე ჩვენს ჯარისკაცებს, საქართველოში, ან მის ფარგლებს გარეთ წვრთნიდნენ, დღეს ჩვენი პროფესიონალიზმი ისეა დაფასებული, რომ ჩვენ აქეთ ვეხმარებით სხვა ქვეყნებს და ეს ერთგვარი აღიარებაა საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.
ინიციატივას დეპუტატთა ამრავლესობამ დაუჭირა მხარი.