19 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
"არ გპასუხობთ "რუსთავი 2"-ზე“ - გიორგი მღებრიშვილი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ცენტრში, დღეს დილიდან მინისტრთა კაბინეტის ნაწილი შეიკრიბა.

ცენტრში იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოგზავნის ფაქტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.  

„არ ვაკეთებ ამ თემაზე კომენტარს. არ გპასუხობთ რუსთავი 2-ზე, არ გპასუხობთ და თუ მაწამებთ...“ - განაცხადა  გიორგი მღებრიშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე ყურადღებას სამართლებრივ ასპექტებზე ამახვილებს.

„ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი უნდა იყოს ინსტიტუციური გაძლიერება, ხოლო გადაწყვეტილებების აბსოლუტური, სუვერენული უფლება უნდა ქონდეს სასამართლო ხელისუფლებას, ჩვენგან ჩარევის გარეშე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ადგილზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაც, რომელმაც ამავე თემაზე შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება შეზღუდული არ არის.

„შემიძლია თავისუფლად ვთქვა ის, რომ ამ ქვეყნაში ნამდვილად არსებობს სიტყვის, გადაწყვეტილების მიღების დემოკრატია, სასამართლო ხელისუფლება არის თავისუფალი ზეწოლის და ჩარევისგან და მსჯელობს ის თავისუფლად, ისევე როგორც უნდა იმსჯელოს დემოკრატიულ ქვეყანაში," - აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

ავტორი: ანა წერეთელი

დღის ამბები