ზურა კიწმარიშვილის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის შემდეგ , ერთ-ერთმა პირმა მოახდინა მისი სოციალური ქსელის გატეხვა, რაზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მისივე თქმთ, მომხდარზე ერთი პირი დააკავეს, თუმცა შემდეგ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ზურა კიწმარიშვილი ფიქრობს, რომ ამ პირმა ეროსი კიწმარიშვილის სოციალური ქსელის გატეხვა კონკრეტული ადამიანის დავალებით განახორციელა.
გარდა ამისა ზურა კიწმარიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად არა ერთი თხოვნისა, საგამოძიებო უწყებამ არ მოახდინა, ეროსი კიწმარიშვილის პირადი კომპიუტერის დათვალიერება და მისი სოციალური ქსელის შემოწმება.
„ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ მოხდა ეროსის ექაუნთში მესიჯის მიღება, რომელიც ჩვენ შემდგომ ვეღარ ვნახეთ, ის იქიდან წაიშალა. ეს წაშალა ეროსიმ თუ ვინმე სხვამ. ეროსის პირადი სივრცე იქნა "დაჰაკერებული". პირად საუბარში გვეუბნებიან, რომ ეს არის ტიპი, რომელიც გარკვეული მატერიალური დაინტერესების გამო ცდილობდა ცნობილი ადამიანების პირად სივრცეში შეღწევას და ამ სივრცის გამოყენებას სარეკლამო გზავნილების გასავრცელებლად. თუმცა, მე ძალიან მიკვირს ექვსი თვის გარდაცვლილი ადამიანის პირადი სივრცე შეიძლება თუ არა ამისთვის გამოყენებულ იქნას. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს სხვა მოტივებია,“-განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.