19 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე - იუსტიციის საბჭოს წევრები სამართლებრივი განმარტებებისგან თავს იკავებენ

რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინების მხარეებისთვის ფოსტის საშუალებით გაგზავნის საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ეხმაურებიან.

ისინი თავს იკავებენ სამართლებრივი განმარტებებისგან თუ როგორ არეგულირებს კანონი სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მხარეებისთვის ჩაბარებას და კითხვას, დაირღვა თუ არა პროცედურები, უპასუხოდ ტოვებენ.

თუმცა, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრებმა ლევან თევზაძემ და ასევე ვახტანგ თორდიამ განაცხადეს, კითხვები, რომელიც გუშინ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა დასვა, საჭიროებს პასუხებს.

მათივე თქმით, ეს იქნება საკითხი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში განიხილება.

„როგორც გუშინ მოვისმინეთ არის კონკრეტული პრეტენზია, რომელიც განხილულ იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ფორმატში და იქნება მიღებული გადაწყვეტილება კოლეგიურად,“- განაცხადა ლევან თევზაძემ.  

დღის ამბები