19 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილს რომ დომოდა რომელიმე ტელევიზიის ხელში ჩაგდება, საკუთარს არ გააუქმებდა" - დიმიტრი ხუნდაძე

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებებზე და პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, განმარტებები გააკეთეს უმრავლესობის წევრებმა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა და მისი გადაყწვეტილებაც დამოუკიდებელი უნდა იყოს. 

„ქ პოლიტიკური განცხადებები უნდა იყოს მაქსიმალურად თავშეკავებული. ბიძინა ივანიშვილს რომ დომოდა რომელიმე ტელევიზიის ხელში ჩაგდება, საკუთარს არ გააუქმებდა. ის არ ერევა ტელევიზიების მართვაში,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ზურაბ ტყემელაძე აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის საქმეში ხელისუფლების ჩარევას გამორიცხავს.

დღის ამბები