19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მანავში, ზარალის შემსწავლელი კომისია შექმნა

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მანავში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია შექმნეს.

დღეს საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და ინიციატივა გააცნო.

ჯგუფებს, რომლებმაც ზარალის ზუსტი ოდენობა უნდა დაადგინონ, ადგილობრივები უხელმძღვანელებენ.

ჭიაბერაშვილის თქმით, კომისიის შექმნის აუცილებლობა იმის გამო გახდა საჭირო, რომ ხელისუფლებამ ზარალი ამ დრომდე არ დაითვალა.

დღის ამბები